საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ.თბილისში, საბურთალოს რ-ში, აკადემქალაქის მიმდებარედ თამარ მეფის გამზირის მომიჯნავე ნაკვეთზე , (ს/კ 01,10,13,040,089) რომელის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 3526 მ2. საკონკურსო პროგრამისა და პირობების თანახმად საპროექტო ობიექტი მრავალფუნქციურია. კონცეპტუალური პროექტის ფარგლებში ჩვენმა საპროექტო ჯგუფმა შპს „VIAstudio“-მ შეიმუშავა მოცულობითი კომპოზიცია, სადაც მოცემულობის გარდა გათვალისწინებულია მიმდებარე არსებულ ურბანულ ქსოვილში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

საპროექტო მოცულობის არქიტექტურულ-კომპოზიციური კონტექსტი

პროექტის მოცულობის არქიტექტურულ-კომპოზიციას საფუძვლად უდევს ძველი თბილისის ისტორიული უბნების დამახასიათებელი სტრუქტურა. ძველი თბილისს ე.წ. „ბანიანი“ სახლებით განაშენიანებული მთელი რიგი უბნები გააჩნდა, როგორიცაა: კალაუბანი, ხარფუხისა და სოლოლაკის ქედები და ფერდობები, ამიტომ ვეცადეთ კომპოზიციურად მიგვეღო ფართე ტერასებით მოწყობილი ნახევრადსაზოგადოებრივი და საზოგადოებრივი სივრცეები, ვფიქრობთ ეს ყოველივე საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის ამ საპროექტო მოცულობის ერთიანი კომპოზიციური გადაწყვეტა მეპატრონეებისა და მომხმარებლისათვის. წარმოდგენილ კომპოზიციაში ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ თბილისისათვის დამახასიათებელი ე.წ.”ბანიანი“ სახლის სილუეტის თანამედროვე ინტერპრეტაცია, რაც ნიშნავს მისი ინტეგრირებით ძველი და ახალი თემატიკის შერწყმას თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიის საფუძვლებზე. კომპოზიციის მოცულობის ხედვის წერტილები თბილისის არსებული ლანდშაფტის წყალობით, საინტერესო ხედების გახსნით და ინსოლაციის კუთხით საუკეთესო გარემოს შესძენს ამ ადგილს. მრავალფუნქციური საპროექტო მოცულობის საცხოვრებელი ზონა გადაწყვეტილია ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელად მოწყობილი ვერტიკალური მოცულობებისგან (სართულიანობა 14-19), თუმცა დადგენილი ქალაქმშენებლობითი პარამეტრები იძლევა დამატებითი საპროექტო მოცულობის საშუალებას, კერძოდ 2000 კვ.მ.-ი ფართის დამატება საცხოვრებელ ფონდზე, 500 კვ.მ.-ი მოშენების ეკონომიის ხარჯზე შეიძლება გადავიყვანოთ გამწვანების ფართში. შენობა-ნაგებობის ძირითად მზიდ კონსტრუქციას სასრული ელემენტებით მონოლითური რკ/ბეტონის სვეტ-კოჭოვანი სტრუქტურა წარმოადგენს, ხოლო ტიხრები და გამყოფი კედლები მსუბუქი შლაკო-ბეტონის ბლოკებისა და თაბაშირმუყაოს ერთობლიობით მოეწყობა. საპროექტო შენობა-ნაგებობას გააჩნია მიწისქვეშა ავტოსადგომი გეოლოგიური კვლევის საფუძვლზე მოწყობილი სეისმომედეგად აუცილებელი სასაძირკვლე დონიდან გამომდინარე. კომპოზიციას ფუნქციონალური თვალსაზრისით მიწისქვეშა ავტოსადგომების ზემოდან გააჩნია საზოგადოებრივი და ნახევრად საზოგადოებრივი სივრცეები, სადაც კიბეებითა და პრომენადების მეშვეობით სხვადასხვა დონეზე არსებულ რელიეფზე ვხვდებით დაწყებული თამარ მეფის გამზირის ნიშნულიდან მ.ალექსიძის ქუჩის ჩათვლით.

საპროექტო (-6,60 ნიშ. -დან +3,30 ნიშ-დე) -2 სართულიდან  +2 სართულის ჩათვლით კომერციული,  საოფისე და საბავშვო-ბაღის დანიშნულების ფართს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი (+6,60 ნიშნულიდან) 12-17 სართულები საცხოვრებელ ფუნქციას წარმოადგენს, საპროექტო ნაგებობის სახურავის დონის, აბსოლუტური ნიშნულია 496.80. საფასადე ღიობები მოეწყობა საფასადე ვენტილირებადი ფასადის სისტემით, ლითონის და კომპაქტლამინატის ნესტმედეგი კასეტური ელემენტებით (ნაწილი ალუმინის, ხოლო ნაწილი მეტალო­პლასტმასის მაღალი ხარისხის ორმაგი მინაპაკეტით). ფასადის ფერები ნეიტრალურ მოცისფრო-რუხ და ტერაკოტის ფერთა ტონალობაშია გადაწყვეტილი. საპროექტო მოცუ­ლობის სტილობატის ნაწილი წარმოადგენს შერეული ტიპის კომერციულ-საზოგადოებრივ ფუნქციურ ფართებს: ბუტიკები და  კაფე-რესტორანი, აგრეთვე განისაზღვრა საბავშვო დღის განახგრძლივებული ბაღი, სადაც მისვლა მ.ალექსიძის ქუჩიდან ხდება (ზღვის დონიდან 426 მ.), შენობა-ნაგებობა დაპროექტებულია დღეს საქართველოში არსებული ყველა სამშენებლო ნორმებისა და კანონის  დაცვით – როგორც სახანძრო უსაფრთხოების ნორმებით, უნარ­შეზღუდულ პირთა გადაადგილების საშუალებებითა და სხვა თანამედროვე უსაფრთხოების ელემენტების გათვალისწინებით.

წარმოდგენილი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი შეადგენს:

  • მიწისქვეშა ავტოსადგომის საერთო ჯამური ფართობი (-9,90 ნიშ.; -6,60 ნიშ.; -3,30 ნიშ.) 5285 კვ.მ. აქედან ვერტიკალური კომუნიკაცია (ლიფტი, კიბის უჯრედი, ტექ.სათავსოები) 585,0 კვ.მ., ავტოსადგომში ა/მ-ს საერთო რაოდენობა 70 ერთეული;
  • კომერციული-საზოგადოებრივი ზონის საერთო ჯამური ფართობი (-6,60 ნიშ.; -3,30 ნიშ.; +0,00 ნიშ.; +3,90 ნიშ) ვერტიკალური კომუნიკაციების ჩათვლით (ლიფტი, კიბის უჯრედი, ტექ.სათავსოები) შეადგენს 4040,0 კვ.მ.;
  • საცხოვრებელი ზონა-ბინების საერთო ჯამური ფართობი ვერტკალური კომუნიკაციების ჩათვლით (ლიფტი, კიბის უჯრედი, ტექ. სათავსოები) 10220,0 კვ.მ.;
  • ბინების ნომეკლატურა და ფართების განსაზღვრება:

2-ოთახიანი (1-საძინებლიანი)  -60 მ2-მდე,          53 ერთეული      დაახლოებით     59 %;

3-ოთახიანი (2-საძინებლიანი)  -100 მ2-მდე,        11 ერთეული       დაახლოებით               12 %;

4-ოთახიანი (3-საძინებლიანი)  -130 მ2-მდე,         26 ერთეული      დაახლოებით    29 %;

P.S. მიღებული ბინების რაოდენობა არ არის საბოლოო, რადგან გაგვაჩნია ნებისმიერი    კონფიგურაციის და ფართების რესურსი წარმოდგენილი საპროექტო მოცულობის მიხედვით

  • საერთო საზაფხულო ფართობი 832,5 კვ.მ. მათ შორის ბინების საერთო საზაფხულო ფართობი შეადგენს 271,6 კვ.მ.-ს;
  • ვერტკალური კომუნიკაციები სადარბაზო ფართების ჩათვლით (ლიფტი, კიბის უჯრედი, ტექ.სათავსოები) შეადგენს 3380კვ.მ.-ს;
  • მოცემულ ნაკვეთზე ვრცელდება საზოგადოებრივი-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2), პროექტის მიხედვით მიღებული შემდეგი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრებია:

განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი                                                 კ1=0,6 /2 000,0 კვ.მ/;

განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი                      კ2=4,0 /14 260,0 კვ.მ/;

გამწვანების კოეფიციენტი                                                                                  კ3=0,1/200,0 კვ.მ/;

  • ობიექტის 0.00 ნიშნული შეესაბამება აბსოლუტურ ნიშნულს 430,00
  • ობიექტის კონსტრუქციული სიმაღლე : 00 ნიშნულის ზემოთ 66,80;

0.00 ნიშნულის ქვემოთ            9,90 მ.;

სრული                                        76,70 მ.;

  • სამშენებლო მოცულობა 62 060,0 მ3;